ფეხბურთი

23:20 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის კარგი თამაში ესპანეთში და მიქაუტაძის გოლი საფრანგეთის თასზე (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძემ 30 აგვისტოს შემდეგ გოლი პირველად გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „მეცმა“ საფრანგეთის თასის 1/128 ფინალში სტუმრად „რაონ ლ ეტაპი“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მიქაუტაძემ მეტოქის კარი 64-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა და თავისი გუნდისთვის ანგარიში 2:0 გახადა. მანამდე გიორგიმ საგოლე პასიც გააკეთა, 34-ე წუთზე, როცა თანაგუნდელი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ტრავმა მიიღო, ჯერ ხარისხი ზუსტად უცნობია. გიორგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში გიორგი მაკარიძის „პონფერადინამ“ შინ „უესკა“ 1:0 დაამარცხა, ხოლო მაკარიძეს კარგი თამაში ჰქონდა. 3 სეივი მიითვალა და გოლიც არ გაუშვა. ქართველი კიპერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 თამაშია, ხოლო „პონფერადინა“ 16 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.134331