ფეხბურთი

20:50 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი: "კვარა ისეთ ფორმაშია, ოქროს ბურთზე ბრძოლა შეუძლია"

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე ლუის ვიდიგალმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ამჟამად ისეთ ფორმაშია, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად ბრძოლა შეუძლია.

„ძალიან მაგონებს გასული სეზონის რაფაელ ლეაუს. ის გოლებს იტანს, თანაგუნდელებს საგოლე მომენტებს უქმნის და ყოველთვის თამაშის მთავარი გმირია. „ნაპოლის“ მისი თავიდანვე სჯეროდა განსხვავებით ტიფოზებისა და სხვა კლუბებისა. ჯერჯერობით, მისი ტრანსფერი გამართლებულია. კვარა თუ ოსიმენი? ვიტყოდი კვარაცხელიას, ის ამჟამად ისე თამაშობს, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს. თუ სკუდეტოს მოიგებს, შესაძლებელია ოქროს ბურთისთვისაც იბრძოლოს“, - თქვა ვიდიგალმა.

აქვე გეტყვით, რომ ვიდიგალი თავის დროზე "ნაპოლის" შემადგენლობაში თამაშობდა (2000-2004).

0.113069