ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილმა გულშემატკივარმა ჯუზეპე კრუჩანიმ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ტრიბუნებზე ნასროლი მაისურის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქართველებს ნეაპოლელმა ტიფოზმა წაართვა.
კრუჩანი ფიქრობს, რომ კვარა შეცდა და მაისური კონკრეტული ადამიანისთვის უნდა გადაეცა, რადგან ტრიბუნებზე მაისურის სროლა არეულობას თავისთავად იწვევს.
„ნაპოლის“ გულშემატკივარმა მაისური ქართველ გულშემატკივარს წაართვა, მაგრამ აქ თვითონ კვარაცხელია შეცდა. ჩემი აზრით, მაისურის მსგავსი ფორმით გაჩუქება არასწორია, რადგან ეს ყოველთვის ჩხუბს იწვევს. მოთამაშეებმა მაისური პირდაპირ გულშემატკივარს უნდა გადასცენ. ახლა კვარაცხელიას მაისურის სროლა ტრიბუნებზე ნიშნავს 500 ევროს ხალხში გადაგდებას. თუ ასე გადააგდებ მაისურს, გასაგებია, რომ არეულობა შეიქმნება“, - თქვა კრუჩანიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, მაისური საბოლოოდ ნეაპოლელებმა ქართველებს დაუბრუნეს.