„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა ლუჩანო სპალეტის გუნდის შესანიშნავ შედეგებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ინდივიდებზე საუბრობს, შეუძლებელია კვარა არ ახსენოს, რომელიც მისთვის ნამდვილი სიურპრიზია.
„ნაპოლის“ თამაშებს ყოველთვის ვუყურებ. წელსაც, ისევე, როგორც შარშან სეზონი ძალიან ძლიერად დაიწყო, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა უფრო თავდაჯერებული არიან, ვიდრე შარშან. ინდივიდებზე საუბრისას, არ შემიძლია არ ვახსენო ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი გარემარბი არაჩვეულებრივად თამაშობს, მეც მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი და ნამდვილი სიურპრიზია. გარდა ამისა, „ნაპოლის“ ნახევარდაცვა ძალიან დაბალანსებულია, როგორც ჩემს დროს იყო, როცა ჩემთან ერთად ალანი და ჟორჟინიო თამაშობდნენ“, - თქვა ჰამშიკმა.
ჰამშიკის გარდა, „ნაპოლის“ შესახებ კალიდუ კულიბალიმაც ისაუბრა. „ჩელსის“ სენეგალელი მცველის თქმით, კვარაცხელიას ჯერ არ იცნობს, მაგრამ სოციალურ ქსელში მასთან რამდენჯერმე მიმოწერა ჰქონდა.
„იმედი მაქვს, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ ცრურწმენის გამო ამაზე არ ვსაუბრობ. თუ ეს მოხდება, ნეაპოლში გავიქცევი, რომ მეც ვიზეიმო, რადგან ეს ჩემი სკუდეტოც იქნება. ეს „ნაპოლი“ ჩემი „ნაპოლიცაა“, მიხარია, რომ გუნდის ზრდაში ჩემი წვლილი შევიტანე, მაგრამ 8 წლის შემდეგ ჩემი დრო ამოიწურა და უნდა წავსულიყავი. ხშირად ვესაუბრები ანგისას და ოსიმენს, ასევე რამდენჯერმე მივწერე კვარას და მანაც მიპასუხა, თუმცა პირადად ჯერ არ ვიცნობ“, - თქვა კულიბალიმ.
შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ 2017-2019 წლებში თამაშობდა, ხოლო კალიდუ კულიბაკი ნეაპოლელთა ღირსებას 2014-2022 წლებში იცავდა. ორივე ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!
კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.
მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))
რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))