ფეხბურთი

15:37 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი „ბარსელონას“ ზარებს არ პასუხობს

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვალავმა, ლიონელ მესიმ, „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კატალონიური კლუბი არგენტინელის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ის „ინტერ მაიამისთან“ საუბრობს - წერს Sport.es.

მოგეხსენებათ, ამერიკული კლუბის თანამფლობელი ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნატედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი, დევიდ ბექემიცაა. თუმცა მესისთან უფრო ხშირად სხვა თანამფლობელები, ძმები ხორხე და ხოსე მასები საუბრობენ. ისინი ფეხბურთელის მამას, ხორხესაც დაუკავშირდნენ და ნაყატარევს ლეო, შესაძლოა, ოკეანის გაღმა აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ უძრავი ქონება იქ უკვე შეუძენია.

0.115087