ფეხბურთი

14:25 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი 16 ნოემბერს ისრაელს, ხოლო 21 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება „სამთა ამხანაგური ტურნირი“, რომლის ფარგლებში ერთმანეთს 19 ნოემბერს, ისრაელისა და უკრაინის ნაკრებებიც გაეჯიბრებიან.

ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება აღნიშნული შეხვედრები, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც საქართველოში გაიმართება და A ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იქნებიან.

0.121114