ფეხბურთი

13:49 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანსელუ „სიტიდან“ წასვლას არ აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა მცველმა, ჟოაუ კანსელუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო დროს მედიაში ხშირად წერენ „ქალაქელების“ ბანაკიდან 2023 წელს მისი შესაძლო წასვლის შესახებ.

„ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. ახლა უკვე ყველაფერს მივეჩვიე, თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქ დიდ ხანს დარჩენას ვაპირებ.“ - ციტირებს ტვიტერში კანსელუს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

28 წლის კანსელუ „სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს.

0.114725