ფეხბურთი

11:52 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „ბარსელონაში“ „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად არ გადავსულვარ“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კატალონიურ კლუბში „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად არ გადასულა.

„ბარსელონაში“ „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად არ გადავსულვარ. ბევრს ჰგონია, რომ უოქროსბურთობა ძალიან მაწუხებს. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. რაც მინდოდა ცხოვრებაში, ყველაფერს მივაღწიე და ამას გულში ვატარებ.“ - ციტირებს პოლონელი ფორვარდის სიტყვებს ესპანური AS.

ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100776