ფეხბურთი

10:12 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ კლოპს არ გაათავისუფლებს

ცუდი შედეგების მიუხედავად, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა კვლავაც ენდობა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს და მის გათავისუფლებას არ აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი.

წყაროს ინფორმაციით, თავად კლოპიც არ ფიქრობს კლუბიდან წასვლაზე. „ლივერპული“ ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კი ცენტრალური ნახევარმცველით გაძლიერებას ფიქრობს.

12 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში მერსისაიდული კლუბი 16 ქულით მეცხრე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალის საგზური მოიპოვა და დღეს, 1 ნოემბერს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება

0.126587