იტალიურმა Sky Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშის შემდეგ მისი სტატისტიკა სხვა მოთამაშეებისას შეადარა და აღმოჩნდა, რომ იტალიურ კლუბში 8 გოლი და 8 საგოლე პასი საკუთარ აქტივში ასე მოკლე დროში, როგორც ეს კვარამ შეძლო, არავის ჰქონია.
„ის „ნაპოლის“ დიდი პროტაგონისტია და აჯადოებს, როგორც იტალიას, ისე ევროპას. ხვიჩა კვარაცხელიას დამანგრეველი გავლენა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ყველა დაიპყრო. ამას ადასტურებს არა მხოლოდ მისი თამაშები, არამედ ციფრებიც. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში მისი დებიუტიდან 1128 სათამაშო წუთში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმიტომ, რომ ამისთვის 75 დღე დასჭირდა. კვარამ ჩვენი ფეხბურთისთვის ბევრ ცნობილ სახელს ამ თვალსაზრისით უკვე აჯობა“, - წერს Sky Sport-ი და შემდეგ ყველაფერს სტატისტიკურად აღწერს:
1. ხვიჩა კვარაცხელია - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 1128 სათამაშო წუთი და 75 დღე.
2. გონსალო იგუაინი - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 1723 სათამაშო წუთი და 140 დღე.
3. კრიშტიანუ რონალდუ - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 2474 სათამაშო წუთი და 168 დღე.
4. ედინ ჯეკო - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 2792 სათამაშო წუთი და 372 დღე.
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 3585 სათამაშო წუთი და 259 დღე.
6. რაფაელ ლეაუ - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 3843 სათამაშო წუთი და 626 დღე.
7. რომელუ ლუკაკუ - 8 გოლისა და 8 საგოლე პასისთვის დასჭირდა 4900 სათამაშო წუთი და 454 დღე.