ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ მასზე მომდევნო 15 წლის განმავლობაში ისაუბრებენ.
„ქართველი ფენომენია, ამას ყოველ კვირაში ვამბობ. მას აქვს ხარისხი, გუნდს ეხმარება, თამაშობს ხაზებს შორის. ნამდვილად სიგიჟემდე მომწონს და მასზე მომდევნო 15 წლის განმავლობაში ილაპარაკებენ. სპალეტიმ თქვა, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია, ხელმისაწვდომი, მართლაც ფენომენალური მოთამაშე“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.