ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას თამაში 2023-წლამდე გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა რაფაელა პიმენტამ დაადასტურა, რომლის განცხადებით, პოგბას სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმისგან განსაკურნებლად მას დრო ჯერ კიდევ სჭირდება.
საფრანგეთის ნაკრები მუნდიალზე პოლ პოგბასა და ნგოლო კანტეს გარეშე ითამაშებს, რაც დიდიე დეშამისთვის დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ ზაფხულში უფასოდ დაიბრუნა და 10-ნომრიანი გადასცა, მაგრამ პირველივე ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაზე ძლიერი კოზირი რაც ჰყავს საფრანგეთს, იმაში ერხევა მაინცდამაინც. ნახევარდაცვის ცენტრი. პოგბა დაკარგეს, კანტეს თამაშიც ფაქტობრივად გამორიცხულია. ექნებათ პრახადნოი დვორი შუაში. იმედია, ჩემპიონების დაკანონებულ ტრადიციას არ გააგრძელებენ და ჯგუფიდან გავლენ.
რა იყო, რაც ადამიანმა თავის თანამედროვე დეგენერაციით აურია, ბუნება ასწორებს და ათეთრებს საფრანგეთის ნაკრებს?
ტს
ატ