ფეხბურთი

20:37 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაასრულეს

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაასრულა. რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა მეტოქე ნომინალური სტუმრის სტატუსით - 3:0 დაამარცხა.

ჩვენი ასაკობრივი გუნდიდან, შეხვედრაში პირველი გოლი, 32-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა, რომელმაც ვახტანგ სალიას დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დააბოლოვა. მეორე გოლი, 83-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თემურ ოდიკაძემ გაიტანა, ხოლო 89-ზე ოდიკაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლო.

17-წლამდე ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე, 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მიმდინარე შესარჩევ ციკლს გამოეთიშა. ევროპის ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს, 17-წლამდე ნაკრები 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.

NAKREBI.GE

0.085274