კალათბურთი

11:40 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 10-ქულიანი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში თად მაკფადენის „მურსია“ „ჟირონას“ ესტუმრა და 89:100 წააგო. მატჩის ბედი მეოთხე პერიოდის წინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რადგან მასპინძლები 21-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ.

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა მაკფადენი, რომელმაც 13:22 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 3 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.

0.113116