სხვა

12:12 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოგება ნოკაუტით - რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში მე-5 შეხვედრა მოიგო. 34 წლის სპორტსმენის მეტოქე ფილ ჰოუსი იყო, რომელსაც პირველივე რაუნდში - ნოკაუტით აჯობა.

საშუალო წონის 22-ე ნომერს ჩვენებურმა არაფერი დაუთმო და დიდ უპირატესობას ფლობდა. შემდეგ მეტოქე პარტერში გადაიყვანა და გარდამტეხი როლიც ამ მომენტმა იქონია. რომანმა ამერიკელ მებრძოლს მძიმე დარტყმები მიაყენა, რის შედეგადაც მეტოქეს ფეხი დაუზიანდა. გამარჯვება კი პირველი რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დაანოკაუტა.

რომან დოლიძეს UFC-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც მან 5 მოიგო. კარიერაში კი მის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.

0.105805