ფეხბურთი

1:18 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ მამარდაშვილს 93-ე წუთზე გაუტანა, "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" წააგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა.

პოლონელმა ფორვარდმა 93-ე წუთზე რაფინიას შესანიშნავი პასის მერე, მცველების ზურგს უკან სივრცე მოძებნა და ახლო მანძილიდან გაიტანა. არადა, მანამდე ჯენარო გატუზოს გუნდი თავს ძალიან კარგად იცავდა და ამიტომაც იყო, რომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია. ქართველმა მხოლოდ ერთი სეივი მიითვალა, მე-12 წუთზე, როდესაც ანსუ ფატის პირისპირ აჯობა.

„ვალენსიას“ 12 ტურში 15 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 ნოემბერს, სტუმრად „სოსიედადს“ შეხვდება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 12 შეხვედრაში 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა.

0.138968