ჩოგბურთი

0:39 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

WTA-ს ფინალში მონაწილეები განაწილდნენ

TWA-ს ფინალურ ტურნირზე, რომელიც შტატ ტექსასის ქალაქ ფორტ უორტში ჩატარდება, მონაწილეები ჯგუფებში განაწილდნენ. მსოფლიოს პირველ ჩოგან იგა სვიატეკს ჯგუფში მეტოქედ ჰყავს ამერიკელი კოკო გოფი, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში მოუგო.

სწორედ ეს ორი ჩოგბურთელია ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. პოლონელი სვიატეკი 21 წლისაა, ამერიკელი გოფი კი - 18-ის. ტრეისი ოსტინის სახელობის ჯგუფში, მათთან ერთად ითამაშებენ 29 წლის ფრანგი კაროლინ გარსია და 25 წლის რუსი დარია კასატკინა.

ნენსი რიჩის ჯგუფში მთავარი ფავორიტი, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ტუნისელი ონს ჟაბურია. ჯგუფში მისი მეტოქეები არიან 28 წლის ამერიკელი ჯესიკა პეგულა, 27 წლის ბერძენი მარია საკარი და 24 წლის ბელარუსი არინა საბალენკა.

ორივე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავა და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალები 6 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი მომდევნო დღესაა.

შარშან ტურნირი, რომელიც მექსიკის გვადალახარაში გაიმართა, ესპანელმა გარბინე მუგურუსამ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11309