საფრანგეთის თასის 1/128 ფინალში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად „სტად ბორდელე“ 3:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
ზურიკომ თავი 55-ე წუთზე პენალტით გამოიჩინა, რომელიც თავადვე მოიპოვეს. ეს ქართველი ფეხბურთელის მეორე გოლია, მანამდე მან ლიგა 2-სა და „ბორდოს“ მაისურით სადებიუტო თამაშში გაიტანა.