ფეხბურთი

15:55 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილის მდგომარეობა უნდა შევაფასო"

„კრემონეზეს“ ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა სერია A-ს უახლოეს ტურში „უდინეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

როგორც კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლუკას მდგომარეობა უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

„კირიკეში ვერ ითამაშებს, ლოჩოშვილის კონდიციების მდგომარეობა კი უნდა შევაფასოთ, რადგან „სამპდორიასთან“ შეხვედრაში მოედანი ტრავმირებულმა დატოვა. სამედიცინო სტაფმა ყველაფერი გააკეთა მის გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ სიტუაციას ხვალ შევაფასებთ და იმედი მაქვს, რომ თამაშს მოახერხებს“, - თქვა ალვინიმ.

აღსანიშნავია, რომ „კრემონეზეს“ გაფართოებული განაცხადი მოახლოებული მატჩისთვის ცნობილია და ლუკა სიაშია. მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა სერია A-ში 9 თამაში ჩაატარა და იტალიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11057