ფეხბურთი

14:50 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონი: "არ შევწყვეტ იმის კეთებას, რის გამოც ვარ ის, ვინც ვარ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ანტონიმ ტირასპოლის „შერიფთან“ თამაშის შემდეგ თავისი მოქმედებისთვის ბევრი კრიტიკა მიიღო, რის გამოც სოციალურ ქსელში განმარტების გაკეთება მოუწია.

როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელები ცნობილი მოთამაშეები სწორედ მსგავსი მომენტებით გახდნენ და ის არ შეწყვეტს ასე მოქცევას.

„ჩვენ ცნობილი გავხდით ჩვენი ხელოვნებით, ამიტომ არ შევწყვეტ იმის კეთებას, რის გამოც ვარ ის, ვინც ვარ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანტონიმ.

0.129665