ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არა მხოლოდ შედეგობრივად, არამედ ტრავმების თვალსაზრისითაც აქვს.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს საუკეთესო ბომბარდირი დუშან ვლაჰოვიჩი გამოაკლდა. სერბმა ფორვარდმა დაზიანება „ბენფიკასთან“ მიიღო და „ლეჩესთან“ უახლოეს შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ზუსტი დრო როდის დაუბრუნდება მოედანს 22 წლის ფეხბურთელი, ჯერ უცნობია.
ვლაჰოვიჩის გარდა, „იუვეს“ „ლეჩესთან“ მანუელ ლოკატელი, პოლ პოგბა, ლეანდრო პარედესი, გლეისონ ბრემერი, ანხელ დი მარია და ფედერიკო კიეზაც ვერ დაეხმარებიან - ყველა ტრავმირებულია.
შეგახსენებთ, დუშან ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა.