ფეხბურთი

18:58 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ესპანეთის სუპერთასის გათამაშება 2023 წლის 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მინიტურნირს საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი უმასპინძლებს.

ცნობილია, რომ სუპერთასზე მადრიდის „რეალი“ (ჩემპიონი), „ბარსელონა“ (ვიცე-ჩემპიონი), „ბეტისი“ (თასის მოქმედი გამარჯვებული) და „ვალენსია“ (თასის ფინალისტი) ითამაშებენ.

ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონას“ მეტოქე „ბეტისი“ იქნება. წყვილებში გამარჯვებულები ფინალში გავლენ და სუპერთასის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111775