14:07 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

პედრი: "ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, საკმარისად კონკურენტუნარიანი გუნდი არ ვართ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ წარუმატებელ შედეგებსა და კატალონიური კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა. ესპანელმა აღნიშნა, რომ გუნდში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და წელს სხვა მიზნებისთვის იბრძოლებენ.

„ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ, ეს ყველაფერი გაუმჯობესებას საჭიროებს, ასეთი თვითკრიტიკით მხოლოდ წინ წავალთ – ამ სეზონში ბრძოლა სხვა მიზნებისთვის მოგვიწევს. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საკმარისად კონკურენტუნარიანი გუნდი არ ვართ. ბევრი კომპონენტი გვაკლია ამისთვის.

ბურთის მართვაში უფრო ცივსისხლიანი უნდა ვიყოთ, ასევე შეტევის სწორი კონსტრუქციის არჩევაა საჭირო. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ხშირად ვკარგავთ ბურთს, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი“, - განაცხადა პედრიმ.

გეტყვით, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე C ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და 4 ქულით მესამე ადგილზეა, ამიტომ ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეორედ დაქვეითდა.

0.101376