ფეხბურთი

12:35 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "შეცდომა რომ არა, შეიძლება თამაში 0:0 დასრულებულიყო"

ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ერევნის „პიუნიკთან“ გოლისა და გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში მებრძოლი სულისკვეთებაა, რაც ამ შეხვედრაში გამოჩნდა.

„სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. „სლოვანში“ მანამდე რამდენიმე ძალიან კარგი თამაში მქონდა, მაგრამ დღევანდელი საღამო საოცარი იყო. გულშემატკივრები თამაშში ჩართული იყვნენ, მათ საჭირო მომენტში მხარი დაგვიჭირეს და ამისთვის მადლობას ვუხდით. დღეს ყველამ სიამოვნება მივიღე, ჩვენც, ფანებმაც, მწვრთნელის გარდა, რომელსაც კინაღამ ინფარქტი დაემართა. მთავარი კი ისაა, რომ მოვიგეთ.

როდესაც ასეთ გოლს უშვებ და იცი, რომ ამას ნამდვილად არ იმსახურებ, მით უფრო მტკივნეულია. თუმცა, არ დავნებდით და ერთ წუთში თამაშის შემობრუნება შევძელით. ჩვენს კარში მიღებული ბურთი? ძალიან სამწუხარო მომენტი იყო, მაგრამ ასეთი რამ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო გადამწყვეტი მომენტი და საბოლოოდ, ამან მატჩზე არ იმოქმედა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ აგრესიულად თამაში, შეიძლება თამაში 0:0 დასრულებულიყო, ეს შეცდომა რომ არა.

მწვრთნელმა მითხრა, რომ საჯარიმოში ბურთის უფრო ხშირად მიტანა მეცადა და ჩემი თავის დამეჯერებინა. მეორე ტაიმში დაახლოებით ორჯერ ვცადე იგივე, გაშვებული გოლის შემდეგ განსაკუთრებით. ძალიან უჩვეულოა, რომ მსგავსი გოლი გავიტანე, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

მიხარია, რომ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით 0:1-ის შემდეგ. დიდი მონდომება გამოვავლინეთ თამაშში სწრაფად დავბრუნდით. ეს რაღაცას ამბობს ჩვენს გუნდსა და იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი იმსახურებს შექებას, კარგად ვითამაშეთ. უცნაური ჯგუფია, ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთს ქულები წაართვას. ძალიან ახლოს ვართ მომდევნო ეტაპთან და ბოლო ტურში ქულა უნდა მოვიპოვოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ, არ დავნებდით და გუნდში ძლიერი სულისკვეთებაა“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ ჯგუფს 8 ქულით „ბაზელთან“ ერთად ლიდერობს და ბოლო ტურში სტუმრად „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121616