ფეხბურთი

21:27 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია სამართალს ითხოვს

„იუვენტუსის“ არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბიდან წასვლა გამორიცხა.

„არ მჩვევია თავის მართლება, მაგრამ როცა ტყუილებს ვკითხულობ, ნერვები მეშლება. ამიტომ სიმართლის თქმის დრო მოვიდა. არ ვიცი, ვინ გაავრცელა იანვარში კლუბიდან ჩემი წასვლის ამბავი, მაგრამ გარწმუნებთ, არსად წასვლას ვაპირებ. ხოლო მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ დაბრუნებაზე 2007 წლიდან ვსაუბრობ. კარიერის ბოლოს ალბათ ასეც იქნება. მაგრამ ახლა სულ სხვა გეგმები მაქვს. გთხოვთ, ნუ იგონებთ ტყუილებს.

ბედნიერი ვარ ამ დიდებულ კლუბში, ამ ქალაქში და როცა გამოვჯანმთელდები, მინდა მთელი ჩემი გამოცდილება გუნდს მოვახმარო.“ - წერს არგენტინელი სოციალურ ქსელში.

დი მარია „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენ-ჟერმენიდან“. 34 წლის სამხრეთამერიკელმა იტალიური კლუბის მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეარულა.

0.064737