16:47 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი 11 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ შინ „ბაიერნთან“ 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ამისდაკვალად, კატალონიელთა პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, 11 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს ლიგის ფლეი-ოფში.

ბოლოს პოლონელმა ტურნირის ჯგუფური ეტაპი 2011/12 წლების სეზონში ვერ დასძლია, როცა დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელი იყო. შემდეგ ის 10 წლის განმავლობაში თამაშობდა ფლეი-ოფში ჯერ „ბორუსიასთან,“ შემდეგ კი „ბაიერნთან“ (2014 წლიდან) ერთად.

0.107193