„ლაციოს“ პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, განაცხადა, რომ არ აპირებს ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვას, როგორც ამას მედია აანონსებს. პირიქით, 27 წლის სერბს ახალ კონტარქტს შესთავაზებს.
„არ გავყიდი მილინკოვიჩ-სავიჩს. უახლოეს ხანში მას ახალ კონტრაქტს გავუფორმებ უკეთესი პირობებით. მისი ფასი ახლა 120 მილიონი ევროა და ის ყოველთვიურად იზრდება.“ - ციტირებს ლოტიტოს სიტყვებს Il Messaggero.
სერბის რომაულ კლუბთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.