ფეხბურთი

0:50 | 27.10.2022 | ნანახია 1827 - ჯერ

"ნაპოლიმ" ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო და რეკორდი დაამყარა, კვარაცხელია დაასვენეს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეინჯერსი“ იოლად დაამარცხა და ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს ძალიან ადვილად აჯობა და უკვე მე-16 წუთზე 2:0-ს იგებდა - ჯოვანი სიმეონეს დუბლით. მატჩის მიწურულს ლეო ოსტიგარმაც გაიტანა და 3:0. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. ლუჩანო სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში გამოტოვა.

„ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და ლიდერია, თუმცა ბოლო ტურში „ლივერპულთან“ მაინც მნიშვნელოვანი თამაში ელოდება პირველი ადგილისთვის, რომელსაც 3 ქულით უსწრებს და შინ 4:1-იც მოუგო.

ამრიგად, „აძურის“ ფანტასტიკური სერია გრძელდება და სეზონში უკვე დაუმარცხებელია, ხოლო ბოლო 12 მატჩი მიჯრით მოიგო. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, „სასუოლოსთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067428
1827