ფეხბურთი

20:48 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკი - ბრაზილიური ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი და რეკორდსმენი

ბრაზილიურ ფეხბურთს ახალი ტალანტი ჰყავს - 16 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ენდრიკი.

მან უკვე მოახერხა და ბრაზილიის ჩემპიონატის რეკორდის ავტორი გახდა. „ატლეტიკო პარანაენსესთან“ შეხვედრაში 16 წლისა და 98 დღის ასაკში დუბლი შეასრულა, რითაც ბრაზილიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ენდრიკმა ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც გოლი 17 წლისა და 41 დღის ასაკში ჰქონდა ბრაზილიის ჩემპიონატში გატანილი.

როგორც ცნობილია, ენდრიკით პსჟ, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ინტერესდებიან, ხოლო „პალმეირასთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო კლუბი მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110764