ფეხბურთი

16:30 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტიუარდს, რომელმაც ოსიმენთან ფოტო გადაიღო, "რომას" მატჩებზე მუშაობა აუკრძალეს

„რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩის დასრულების შემდეგ „სტადიო ოლიმპიკოს“ სტიუარდმა მატეო ლო ჩიჩერომ ვიქტორ ოსიმენთან ფოტო გადაიღო, რის გამოც მას „ჯალოროსის“ საშინაო მატჩებზე მუშაობა აუკრძალეს.

18 წლის სტიუარდის მოვალეობა თამაშის შემდეგ ფეხბურთელების ოჯახებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მონიტორინგი იყო. ის ჟურნალისტ ომა აკატუგბას მიუახლოვდა, რომელიც ოსიმენის მეგობარია და შედეგად, ნიგერიელ ფეხბურთელთან ფოტო გადაიღო.

მატეოს სამკერდე ნიშანი და ბეიჯი მისმა მეთვალყურემ ჩამოართვა, რადგან ფეხბურთელებთან საუბარი სტიუარდებისთვის აკრძალულია, მან კი წესები დაარღვია. ახლა კი, იტალიური მედია წერს, რომ მას „რომას“ საშინაო მატჩებზე მუშაობაც აუკრძალოს.

0.113517