ფეხბურთი

14:02 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "ჩემი დიდი ოცნება "როსარიო სენტრალში" დაბრუნებაა"

„იუვენტუსისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მისი ოცნება და მიზანი მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ დაბრუნებაა. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ძალიან ბედნიერი იქნებოდა.

„ჩემი დიდი ოცნებაა „როსარიო სენტრალში“ დაბრუნება. ამის იმედი დიდი ხანია მაქვს, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან მინდა და ბედნიერი ვიქნებოდი. არგენტინელი ფეხბურთელები ევროპაში წასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ მე „როსარიოში“ დაბრუნება მინდა“, - თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113733