რაგბი

13:32 | 26.10.2022 | ნანახია 0 - ჯერ

სერგო აბრამიშვილი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

ფრანგული „სტად ფრანსეს“ ბურჯი სერგო აბრამიშვილი შემოდგომის ტესტებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

18 წლის მორაგბე „სტად ფრანსეს“ „ხვამლიდან“ შეუერთდა და მალევე შეძლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, რის შედეგადაც რამდენიმე კვირის წინ ფრანგებმა მასთან კონტრაქტი სასწრაფო წესით გაახანგრძლივეს.

აბრამიშვილი „ბორჯღალოსნებში“ პირველად გამოიძახეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბერში ურუგვაის (5 ნოემბერი), სამოასა (12 ნოემბერი) და უელსის ნაკრებებს (19 ნოემბერი) შეხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063658
სარეკლამო ადგილი - 99
X x X