ფეხბურთი

16:51 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მალე, ძალიან მალე დავბრუნდები"

ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება დააანონსა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან მალე საქმიანობას გააგრძელებს.

„როდის დავბრუნდები? მალე, ძალიან მალე. შორს არ ვარ ამის გაკეთებისგან“, - აღნიშნა მან.

ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, თუმცა, 2021 წელს კლუბი დატოვა და მას შემდეგ არ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117105