ფეხბურთი

15:30 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი და "რომას" გულშემატკივრების დაპირისპირება "სტადიო ოლიმპიკოზე"

„რომასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები დაესწრნენ, რომელთაც მასპინძელ ქომაგებთან კამათი მოუვიდათ.

Goal.com-ის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის გოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც რომაელთა სექტორში ისხდნენ, ემოციებს ვერ იკავებდნენ და საქართველოს დროშებსაც აფრიალებდნენ, რამაც რომაელების გაღიზიანება გამოიწვია და დაპირისპირება მოხდა. წყაროს თანახმად, რამდენიმე მათგან ხელიდან დროშაც წაართვეს.

საქმეში სტადიონის დაცვის სამსახური ჩაერთო, რის შედეგადაც დაძაბულობა განიმუხტა. „რომასთან“ შეხვედრას ქართველი ფანები საქართველოს დროშებით და „ნაპოლის“, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მაისურებში შემოსილი დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა და სერია A-ს სატურნირო ცხრილს 29 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063987