მადრიდის „რეალის“ შემტევმა და ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, ედენ აზარმა, ჟურნალისტებს ყატარის 2022 წლის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გაუზიარა აზრი.
„თამასა კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და 2018 წელზე უკეთ გამოვიდეთ (წინა მუნდიალზე ბელგიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს). ძნელი იქნება, რადგან მაშინ კარგად ვითამაშეთ. ბედნიერი ვარ, რომ დიდ საფეხბურთო ქვეყანას წარმოვადგენ და დიდებული გუნდის კაპიტანი გახლავართ. ამიტომ, ტურნირზე დიდი მოლოდინით გავემგზავრებით.
ყოველთვის ლაპარაკობენ „ოქროს თაობაზე“ და ამაში არის სიმართლე. თითქმის 10 წელიწადია ერთად ვართ. ახლა უკვე ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვემატებიან. მართალია, არაჩვეულებრივი თაობა გვყავს, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. თუ მართლაც გვინდა „ოქროს თაობის“ სახელი შევინარჩუნოთ, რაღაც სერიოზული უნდა მოვიგოთ.
გამოცდილება გვეხმარებოდა წინა ტურნირებზე. იმედია, ახლაც ასევე გავაგრძელებთ.“ - ციტირებს აზარის სიტყვებს ESPN.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისედაც არ გვყავს ბავშვები და რა დროს დისკვალიფიკაციაა და ნაკრები რა შუაშია საერთოდ,ეს უსტიაშვილი ვერ ამართლებს და ვეღარ მიხვდნენ სხვას ჩააბარონ 20 წლიანები და დიდ ნაკრებში ხო რას ამბობ თავისი ლუბიმჩიკების შერჩევის მეტს არაფერს არ აკეთებს.
წარმატებები ნაკრებს მაგრამ ეგ უსტიაშვილი მოაცილეთ ამათ.
ნოდარ გოგოძეა ის ბავშვი გოგლიძე კი არა :@