ფეხბურთი

13:50 | 25.10.2022 | ნანახია NaN - ჯერ

Daily Mail: „კვარაცხელია სუპერვარსკვლავობასთან ახლოსაა“

პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Daily Mail-მა, ახლანდელ „ნაპოლის“ ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის საუბარი.

ავტორი ალვის განაცო წერს:

„კვარაცხელიას ტრანსფერი ალბათ სუკეთესოა, მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა. ქართველის უნარმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაუძლოს წნეხს, ის სერია A-ს ერთ-ერთ გავლენიან მოთამაშედ აქცია.

კვარაცხელია ცივი რუსეთიდან მცხუნვარე ნეაპოლში ჩავიდა, რათა ტოპფეხბურთელი გახდეს და ევროპის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ ითამაშოს.

მისი პირველი მიზანი - სერია A-ში ადაპტაცია, უკვე მიღწეულია. ახლა კი ის შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს ორ მილიონზე მეტი მოსახლეობის ქალაქში და დაეხმაროს მას სკუდეტოს მოპოვებაში.

ალბათ დროის ამბავია, სანამ ნეაპოლელი მშობლები შვილებს მის სახელს დაარქმევენ და მსგავს ვარცხნილობას გაიკეთებენ.

მისი წვერის ფორმა, რომელიც ძალიან ჰგავს სერიალ „გომორას“ პერსონაჟების სტილს, უკვე ძალიან მოთხოვნადია ქალაქში, როცა ახალგაზრდები ადგილობივ სადალაქოებში მიდიან.

კვარაცხელია იტალიური ტოპკლუბების ზაფხულის საუკეთესო შენაძენია და ახლოსაა, რომ ნეაპოლში სუპერევარსკვალავად იქცეს.“


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:56 | 04.02.2017
MRBrownstone (1225)

ცივაძე ტენისისტია საერთოდ? თუ საფუნთუშედან გადმოიპარა

17:18 | 04.02.2017
donnucha (55)

კიდეც კარგი ცივაძე გვყავს გუნდში თორე რა გვესჰველებოდი ხტფუ

16:44 | 04.02.2017
BEERTRANCE (97819)

ვერ ვყოჩაღობთ ჩოგბურთშI

16:42 | 04.02.2017
donnucha (55)

კიდეც კარგი ცივაძე გვყავს გუნდში თორე რა გვესჰველებოდი ხტფუ

11:49 | 04.02.2017
kings never die (12388)

ჩემი კაი ჰარი ჰარალემ რატო უნდა მომიგოს თამაში საწყალმა გუსჰინ ნახა პირველად კორტი და ჩოგანი

0.076377