ფეხბურთი

11:19 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სონი, შესაძლოა, „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს

უახლოეს ხანში „ტოტენჰემის“ კორეელი ფორვარდი, სონი, შესაძლოა, „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს. მას მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აკვირდება - გვამცნობს Sport1.

მართალია, „დეზებთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშიერებს, მაგრამ კორეელი კარიერის ახალ ეტაპზე ფიქრობს და შესაძლო ვარიანტებს ელოდება. „რეალის“ გარდა, სონით „ბაიერნი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ არიან დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში სონმა 16 მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ტოტენჰემში“ კორეელი 2015 წლიდან თამაშობს.

0.113591