ავტოსპორტი

0:59 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოჟიემ მოიგო და „ტოიოტას“ მწარმოებელთა ჩემპიონის ტიტული მოუპოვა

„ტოიოტას“ საქარხნო გუნდმა, რალის ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატი ორმაგი გამარჯვებით დაასრულა. იაპონურმა კომპანიამ მწარმოებელთა ტიტული მას შემდეგ გაინაღდა, რაც ფრანგმა სებასტიან ოჟიემ სეზონის ბოლოსწინა ეტაპი, ესპანეთის-კატალუნიის რალი მოიგო.

უფრო ადრე, „ტოიოტას“ ფინელმა კალე როვანპერამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ახალი ზელანდიის რალიზე მოხდა. 22 წლის როვანპერა, რალის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.

ოჟიესთვის ეს ამ სეზონში მოგებული პირველი რბოლაა. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქაში პირველად შეძლო გამარჯვება. კარიერაში კი სულ 55 გამარჯვება აქვს. ოჟიემ ამ სეზონში მხოლოდ ცალკეულ რბოლებში იასპარეზა.

ოჟიე რბოლაში პარასკევსვე დაწინაურდა მას შემდეგ, რაც სამი სპეცმონაკვეთი მოიგო. შაბათსაც სამჯერ გაიმარჯვა, კვირას კი ორიც ეყო საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მას 16.4 წამით ჩამორჩა “ჰიუნდაის“ ბელგიელი ტიერი ნოივილი. როვანპერა კი მესამე ადგილს დასჯერდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპს, ნოემბერში იაპონია უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120494