ფეხბურთი

21:59 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა "მანჩესტერი" იანვარში დატოვოს

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე დატოვოს. ფეხბურთელის გაყიდვა კლუბს სურს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ერიკ ტენ ჰაგს არ მოსწონს პორტუგალიელი ფეხბურთელის ქცევები და მისი მოთხოვნაა, რომ კლუბმა ის გაუშვას.

კერძოდ, ტენ ჰაგი ფიქრობს, რომ რონალდუს ჟესტები და ქცევები, რაც ხშირად თამაშის დასრულებამდე გასახდელში შესვლასა და სტადიონიდან წასვლაში გამოიხატება, გასახდელის ბალანსსა და კომპაქტურობას არღვევს. შესაბამისად, არ უნდა, რომ მსგავსი ფაქტი მომავალშიც განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

0.111605