ფეხბურთი

20:18 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან პანუჩი: "სპალეტი იგივენაირი მწვრთნელია, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ახლა ერთი პლუსი აქვს"

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ ლუჩანო სპალეტისა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. პანუჩი სპალეტის კარგად იცნობს, რადგან მისი ხელმძღვანელობით „რომაში“ წლების განმავლობაში თამაშობდა.

„სპალეტი? რაღაც მხრივ არ შეცვლილა, იგივენაირი მწვრთნელია, როგორც „რომაში“ იყო, მაგრამ მას კიდევ ათი წლის გამოცდილება დაემატა და ეს მნიშვნელოვანია. „ნაპოლი“ თამაშობს ისე, როგორც „რომა“ თამაშობდა, როცა მე იქ ვიყავი. ჩვენ ვერ მოვიგეთ სკუდეტო, რადგან ძლიერი „ინტერი“ გვყავდა კონკურენტად და ყოველთვის მეორე ადგილზე ვიყავით, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი გვქონდა. დი ლორენცო მე თუ მგავს? ვფიქრობ, ის ამ მომენტში საუკეთესო იტალიელი მცველია. მას აქვს შესანიშნავი ხარისხი. „ნაპოლი“ გუშინ მოუმწიფებული აღმოჩნდა, რადგან „რომამ“ აიძულა ეთამაშა ის თამაში, რომელიც არ სურდა, იმის გათვალისწინებით, რომ ნეაპოლელებს სივრცე თუ ექნებათ, მეტოქისთვის ეს დამღუპველი ხდება. „ნაპოლი“ შარშანდელზე ძლიერია? ამ გუნდს ძალიან ლამაზი იმიჯი აქვს. ობიექტურად, ეს შეიძლება იყოს „ნაპოლის“ წელი, იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებენ.

სპალეტის კლუბებს სეზონის მეორე ნახევარში ჩავარდნა ახასიათებთ? არა მგონია ლუჩიანოს ბრალი იყოს ეს, ყველაფერი ხდება. სერია A იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ „ინტერი“ ჩვენზე ძლიერი იყო. გუშინდელი გამარჯვება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემპიონობისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი? „ნაპოლის“ ბევრი მოთამაშე მუნდიალზე არ იქნება და არსებობს სეზონის შუაში მომზადების შესაძლებლობა. მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამომდინარე, ეჭვი შეიძლება შეგვეპაროს ყველა გუნდში და არა მხოლოდ „ნაპოლიში“, - თქვა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სეზონში ისევ დაუმარცხებელია - 13 მოგება და 2 ფრე. ნეაპოლიტანურმა გუნდმა ბოლო 11 მატჩი ზედიზედ მოიგო და 1986 წელს დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 29 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „სასუოლოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ დაუხვდება.

0.109841