ფეხბურთი

16:04 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. გერმანელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც საწყის 11 ტურიდან 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

ტერ შტეგენმა ეს მიღწევა ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩში (4:0) დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით ტერ შტეგენმა გოლები მხოლოდ „სოსიედადისა“ (4:1) და „რეალის“ წინააღმდეგ (1:3) გაუშვა.

0.116979