ფეხბურთი

1:30 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ლამაზი ჟესტის გამო "სტადიო ოლიმპიკოს" მთელი პუბლიკისგან ტაში მიიღო

„რომასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელი გულშემატკივრებისგან აპლოდსიმენტები დაიმსახურა.

პირველ ტაიმში ხვიჩამ სპორტული ჟესტი აჩვენა, რაც „ჯალოროსის“ ტიფოზებსაც არ გამორჩენიათ. 30-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და სწრაფ კონტრშეტევას იწყებდა, მაგრამ პარალელურად მინდორზე ტრავმირებული ლორენცო პელეგრინი იყო, რომელსაც ფეხი უნებლიედ სტანისლავ ლობოტკამ ჩაარტყა და წამოდგომას ვერ ახერხებდა.

სახიფათო შეტევის მიუხედავად, კვარამ თამაში შეაჩერა და ბურთი აუტში პელეგრინის დასახმარებლად გადააგდო, რასაც მთელი სტადიონისგან ტაში მოჰყვა. ეს საქციელი ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ ფანტასტიკური ადამიანია, არა მხოლოდ ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომას“ 1:0 აჯობა და სერია A-ს სატურნირო ცხრილს 29 ქულით ლიდერობს.

0.116662