ჭიდაობა

23:15 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოთხი მედლის შანსი ჰქონდა, თუმცა ორი მოიპოვა. სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ფინალში ირანელ ამირეზა მასუმისთან 2:13 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5:3 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მარცხი განიცადეს რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და ევსემ შველიძემ (76 კგ), ხოლო ტრავმის გამო ბრინჯაოსთვის შეხვედრა ვერ იჭიდავა თემურ ბერუაშვილმა (74 კგ).

შეგახსენებთ, რომ მანამდე ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე. შედეგად, ორი ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ერგო.

0.119207