ფეხბურთი

16:12 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლი სამმა ქართველმა გაიტანა (+VIDEO)

ასეთ რამეს ხშირად ვერ ვნახავთ - ერთ შეხვედრაში სამმა ქართველმა გოლი გაიტანა. ეს ყაზახეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, „აკჟაიკისა“ და „კიზილჟარის“ შეხვედრაში მოხდა.

ქართველებმა გოლები პირველივე ნახევარში გაიტანეს. ჯერ მასპინძელთა რიგებიდან თავი თომა ტაბატაძემ გამოიჩინა მე-11 წუთზე, 11 წუთის მერე კი ლუკა იმნაძემაც გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. 35-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და „კიზილჟარმა“ ჩამორჩენა შეამცირა. მეორე ნახევარში სტუმრებმა გათანაბრებაც მოახერხეს და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

„აკჟაიკი“ 24 ქულით მე-14 ადგილზეა, „კიზილჟარს“ 3 ქულით მეტი აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

ელგუჟა ლობჯანიძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი (ყველა ტურნირზე), ლუკა იმნაძეს სამი, ხოლო თომა ტაბატაძეს ყაზახეთის ჩემპიონატში სამი, მაგრამ მან ყაზახეთის თასზე 6 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ფინალშია გასული და ტიტულისთვის იბრძვის.

0.104351