ავტოსპორტი

9:48 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს საინსი აშშ-ის დიდი პრიზის პოულზეა

შეერთებული შტატების დიდი პრიზის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს „ფერარის“ კარლოს საინსი, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლის მიწურულს, დაძაბულ პაექრობაში აჯობა მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს და თავის თანაგუნდელ შარლ ლეკლერს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „რედ ბულის“ მფლობელი და ენერგეტიკული სასმელების ავსტრიული იმპერიის დამაარსებელი, ავსტრიის უმდიდრესი ადამიანი, 79 წლის დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა. ის კიბოთი იყო ავად.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო 2012 წელს მოიგო პილოტმა, რომელმაც სტარტი პირველი რიგიდან აიღო.

შარლ ლეკლერს მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელს სტარტზე გვერდს ვერ დაუმშვენებს, რადგან ძრავის შეცვლის გამო, მას 10 პოზიციით უკან დადგომა მოუწევს. ამიტომ, მეორე პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი გადაინაცვლებს, ვინც ამ სეზონში მე-13 გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„ფერარის“ 19 ქულა ან მეტი სჭირდება იმისთვის, რომ „რედ ბულს“ ოსტინშივე კონსტრუქტორთა პირველობის მოგების საშუალება არ მისცეს. მრბოლთა კლასიფიკაციაში კი მაქს ფერსტაპენს უკვე განაღდებული აქვს მეორე ტიტული.

აშშ-ის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'34.356
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.065
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.092
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.289
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.591
  6. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.632
  7. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.242
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.334
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.520
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.963
  11. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1.122
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.152
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.494
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.724
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.901
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.652
  17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.749
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.771
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.814
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.947
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079817