ფეხბურთი

1:17 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ბარსელონას“ ექვსი ქულით გაუსწრო

შაბათის გვიან მატჩში მადრიდის „რეალმა“ „სევილიას“ 3:1 მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ახლა „სამეფო კლუბი“ უშუალო მდევარ „ბარსელონას“ ექვსი ქულით უსწრებს, თუმცა კატალონიელებს კვირას „ბილბაოსთან“ ელით შეხვედრა და ქულათა სხვაობა შესაძლოა, შეიცვალოს.

მატჩის წინ მადრიდელთა კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, „ოქროს ბურთი“ საზეიმოდ გადასცა კარიმ ბენზემას, რომელიც შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ მონაწილეობდა. მე-5 წუთზე კი ხორვატმა ანგარიში გახსნა.

„რეალს“ შინ „სევილიასთან“ 2008 წლის შემდეგ აღარ წაეგო და ამჯერადაც ყველა გამარჯვებას ელოდა. მით უმეტეს, სწრაფი გოლის შემდეგ. მადრიდელები მართალაც სჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ შესვენებამდე წარმატება ვეღარ განავითარეს.

მეორე ტაიმი კი მოულოდნელად სტუმართა უპირატეობით დაიწყო. ანდალუსიელებმა ანაგარიშიც გაათანაბრეს და კიდევ შექმნეს ორიოდ სახიაფთო მომენტი ტიბო კურტუას კართან.

მაგრამ ბოლოსკენ მასპინძლება მაინც იძალეს. ჯერ ლუკას ვასკესმა დააწინაურა მადრიდელები. 81-წუთზე კი ფედერიკო ვალვერდემ მორიგი შედევრი დახატა, როცა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი ბურთი გაიტანა. 24 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ეს „რეალის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატში.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

11 ტური. 22 ოქტომბერი

რეალი - სევილია 3:1

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0 მოდრიჩი (5), 1:1 ლამელა (54), 2:1 ლუკას ვასკესი (79), 3:1 ვალვერდე (81)

რეალი: კურტუა, კარვახალი (ლუკას ვასკესი 77), მილიტაო, ალაბა (ნაჩო 86), მენდი (რუდიგერი 77), ჩუამენი (კამავინგა 65), მოდრიჩი (ასენსიო 77), კროოსი, ვალვერდე, როდრიგო, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სევილია: ბონო, მონტიელი, გუდელი, მარკაო, ტელესი, ნავასი (კარმონა 67),ხორდანი, რაკიტიჩი (მირი 76), ოლივერ ტორესი (გომესი 69), ლამელა, ისკო (დელანი 76)

მწვთნელი: ხორხე სამპაოლი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ჩუამენი (37); ხორდანი (28), მონტიელი (32), გუდელი (66), გომესი (90+5)

ვალენსია - მალიორკა 1:2

1:0 კავანი (52 პენ), 1:1 მურიკი (66 პენ), 1:2 ლი კან ინი (83)

ვალიადოლიდი - სოსიედადი 1:0

1:0 ლეონი (16)

რაიო ვალეკანო - კადისი 5:1

1:0 პალასონი (44 პენ), 2:0 ალავრო გარსია (45+1), 3:0 ლეჟენი (63), 4:0 კამელიო (79), 4:1 ბალიუ (82 საკ. კარში), 5:1 ლეჟენი (89)

გაძევება: ნტეკა (87) - რაიო ვალეკანო ; კარსელენი (42) - კადისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124817