კალათბურთი

1:04 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 15-ქულიანი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „მურსიამ“, რომლის ღირსებას თად მაკფადენი იცავს, „მანრესას“ უმასპინძლა და 96:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში საკმაო წვლილი შეიტანა. მაკფადენმა 20:40 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი, 10-დან 3 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

„მურსიას“ 5 ტურის შემდეგ 3 მოგებით და 2 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ჟირონას“ ესტუმრება.

0.115071