ფეხბურთი

0:24 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ რონალდუ 900 ათასი ევროთი დასაჯა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასაჯა - ის ორი კვირის განმავლობაში ჯამაგირს ვეღარ მიიღებს, რაც 887 ათას ევროს შეადგენს. მიზეზი, პრემიერლიგის წინა ტურში, „ტოტენჰემთან“ მომხდარი უცნაურობაა, როდესაც სათადარიგო სკამზე მჯდომი კრიშტიანუ მსაჯის საფინალო სასტვენს არ დაელოდა და თვითნებურად დატოვა სტადიონი - გვამცნობს Manchester Evening News.

აღსანიშნავია, რომ ადრე რონალდუს ხელფასი უფრო დიდი იყო და ასეთი ჯარიმის შემთხვევაში, ის 1,1 მილიონ ევროს დაკარგავდა. მაგრამ გასულ ზაფხულს „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს 25 პროცენტით შეუმცირეს ხელფასები და ახლა 37 წლის პორტუგალიელი კვირაში 443,5 ათას ევროს გამოიმუშავებს.

0.117668