ფეხბურთი

11:40 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის აგენტი: "ის შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც მილიარდად გაიყიდება"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის აგენტმა რაფაელა პიმენტამ Sky Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნორვეგიელი შეიძლება პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომლის ღირებულება ერთ მილიარდს მიაღწევს.

„ვფიქრობ, რომ ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება მილიარდ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდეს, თუ გავითვალისწინებთ მის სპორტულ შესაძლებლობებს, იმიჯს და სპონსორებთან კავშირს. ვფიქრობ, ის შეიძლება იყოს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ასეთ ნიშნულს მიაღწევს“, - თქვა პიმენტამ.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ფორვარდმა 15 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

0.109552