ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო მარასკომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ყველაფერი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ გახდეს.
„კვარაცხელია? ეს არის მათი გამარჯვება, ვინც ანონიმურად მუშაობდა სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა, ენდობოდა საკუთარ კომპეტენციას. მას წინ დიდი მომავალი აქვს. 100-დან 99 შემთხვევაში მეტოქეს ატყუებს, მხოლოდ პასების გაკეთების და სივრცეებში მოძრაობის თვალსაზრისით უნდა მოუმატოს. მას ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი გახდეს. უკვე საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია“, - თქვა მარასკომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ დღეს სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.